C. Bechstein – ახლა უკვე საქართველოში

ჩვენ მოხარული ვართ, რომ C. Bechstein Pianoforte AG  წარმოდგენილია საქართველოში. საქართველომ, ჩვენი დროის არა ერთი ისეთი გამორჩეული მუსიკოსი აჩუქა მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს, როგორებიცაა ლიზა ბათიაშვილი და დუდანა მაზმანიშვილი.

ეს პატარა, უდიდესი მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანა უაღრესად მდიდარია სასიმღერო ტრადიციებით. როგორც დუდანა მაზმანიშვილმა Deutschlandfunk Kultur – თან ინტერვიუში აღნიშნა – სიმღერა, ქართული ოჯახების განუყოფელი ნაწილია და მუსიკა, ბავშვების უცვლელი თანამგზავრია პატარა ასაკიდანვე.

კომპანია C. Bechstein – სა და დუდანა მაზმანიშვილს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობიდან და თანამშრომლობიდან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, სიამოვნებით ვუცხადებთ მხარდაჭერას საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის “Tbilisi Piano Fest” დაარსებას.

Tbilisi Piano Fest – ი იწყება დიდი წარმატებით

ვულოცავთ დუდანა მაზმანიშვილს, პირველი “Tbilisi Piano Fest”– ის პიანისტსა და დამფუძბელს ახალი ფესტივალის ძალიან წარმატებულ პრემიერას. მადლობას ვუხდით ყველა იმ პიანისტებბს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ ფესტივალში და ასევე მის ფარგლებში გამართეს მასტერკლასები C. Bechstein -ის დიდ საკონცერტო როიალზე!

ფესტივალის გახსნითი კონცერტი, დუდანა მაზმანიშვილმა ღია ცის ქვეშ, ულამაზეს მზიან ამინდში გამართა საქართველოს სინფონიეტასთან და დირიჯორ კრისტან იაირვისთან ერთად.მსმენელი ოვაციებით შეხვდა შესრულებულ პროგრამას. შესრულებული იქნა გია ყანჩელის, იოჰან სებასტიან ბახის და კრისტიან იარვის „ნიუ იორკის სიმღერების“ მსოფლიო პრემიერა, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის. ფესტივალის ძირითადი ღონისძიებები გაიმართა საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათავარ საკონცერტო სცენაზე. ვაგნერის ამაღელვებელი საღამოს შემდეგ, სოპრანო ნინა ადლონთან და პიანისტთან ჯეფრი სვოუნთან ერთად დაიწყო, შემდეგ მასიმილიანო ფერატი, ალექსეი ვოლოდინი, მარტინა ფილიაკი, გაბრიელე ლეპორატი, ედიშერ სავიცკი და გეზა ლიუკერი წარსდგენ ექვსი უმაღლესი დონის კონცერტით საქართველოს დედაქალაქში. ყველა პიანისტმა ასევე გამართა მასტერკლასები ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი პიანისტებისთვის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ფესტივალის დასკვნით კონცერტში. 

მასტერკლასი ასევე ჩაატარა კომპანია C. Bechstein – ის საფორტეპიანო ტექნიკოსების სამსახურის უფროსმა ტორბენ გარლინმა, რომელმაც ახალგაზრდა ადგილობრივ ტექნიკოსებს კიდევ უფრო გაუღრმავა პროფესიული ცოდნა. საერთო ჯამში კომპანია ბეხშტეინმა გერმანიიდან საქართველოში სულ ექვსი როიალი, მათ შორის ორი C. Bechstein დიდი საკონცერტო როიალი D 282 ჩამოიტანა. ამ დროისტვის როიალები რჩებიან საკონცერტო გამოყენებაში და ყველას, ვისაც სურს რომელიმე ინსტრუმენტის დაქირავება, გამოაგზავნეთ მოთხოვნა/შეკითხვა გერმანულ, ინგლისურ ან ქართულ ენაზე: georgia@bechstein.ge

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: www.bechstein.ge TbilisiPianoFest

C. Bechstein Pianoforte AG

„C. Bechstein Pianoforte AG“ ბერლინი, ევროპაში ერთ – ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ფორტეპიანოს მწარმოებელია.

დღესდღეობით მეექვსე თაობის ფორტეპიანოს მწარმოებლები, ინჟინრები, ხმის ინჟინრები და სპეციალიზირებული პროფესიონალები აგრძელებენ, კარლ ბეხშტეინის მიერ 1853 წელს ბერლინში დააარსებული კომპანიის ინსტრუმენტებზე მუშაობას და მათ განვითარებას.

შეუდარებელი ჟღერადობის მქონე მძლავრმა საკონცერტო როიალმა იმთავითვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  თავისი დროის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორებსა თუ მუსიკის მოყვარულებზე, რომელთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ფრანც ლისტი.

დღეს C. Bechstein – ის

ქარხანა საქსონიის ქალაქ ზაიფჰენერსდორფში მდებარეობს. 150 საუკეთესო სპეციალისტი დღესაც მონუსხული აგრძელებს ამ ლეგენდარული ბრენდის მემკვიდრეობის გადაცემას მომავალი თაობებისათვის.

ტრადიციებით გამყარებული გამოცდილება და უახლესი კვლევებით მიღებული ცოდნა მუდმივად მიმართულია ინსტრუმენტების განვითარებისაკენ და გამოიყენება გამოიყენება Bechstein-ის, უნიკალური უნიკალური ჟღერადობის კიდევ უფრო დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.

Bechstein- ის ბრენდის სამყარო

C.Bechstein – ის რჩეული ხაზის საკონცერტო ინსტრუმენტებიდან (როიალი და პიანინო) თითოეული, წარმოადგენს ინდივიდუალურად ხელნაკეთ შედევრს.

C. Bechstein Academy არის პრემიუმ კლასის ხაზი, რომელიც შესანიშნავი ხმის პროფილისა და უმაღლესი პროფესიონალური შესაძლებლობის მქონე ინსტრუმენტებს აერთიანებს.

W. Hoffmann გთავაზობთ C. Bechstein Europe – ის მიერ დამზადებულ შესანიშნავი ხარისხის პიანინოებსა და როიალებს ჩეხეთიდან – დამწყებიდან პროფესიონალამდე.

შეღავათიანი ხაზი გახლავთ Zimmermann – საიმედოობა დასაწყისიდანვე.

ეწვიეთ C. BECHSTEIN PIANOFORTE AG – ს ვებსაიტს და შეიტყვეთ უფრო მეტი ჩვენი ინსტრუმენტების შესახებ!

დუდანა მაზმანიშვილის შესახებ

„Bechstein -ის უნიკალური თბილი და ბელ კანტოს ჟღერადობა სიამოვნებაა ჩემთვის!“

დუდანა მაზმანიშვილი

დუდანა მაზმანიშვილი დაიბადა 1980 წელს, თბილისში. უკვე სამი წლის ასაკში მიიღო პირველი ფორტეპიანოს გაკვეთილები დედისგან, ცნობილი პედაგოგის, თამარ აფაქიძისგან. რვა წლის ასაკში დებიუტი შედგა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან. 1998 წელს კი ცნობილმა ქართველა პიანისტმა ელისო ვირსალაძენ სასწავლებლად მიიწვია მიუნხენში, ხოლო 2005 წლიდან სწავლა განაგრძო ნიუ იორკში ჯერომ როუზთან.

პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა ვრცელია და საპატიო: ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ბოზენში; ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი; ნიკოლაი რუბინშტაინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი პარიზში; ნადია რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში და აუგუსტ ევერდინგის სახელობის კონკურსი მიუნხენში. 2006 წელს გამართა კონცერტი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში. ჰარი გოლდსმიტმა ჟურნალ „New York Concert Review“-ში დუდანა მაზმანიშვილი როგორც „წლის აღმოჩენა“ შეაფასა.

დუდანა მაზმანიშვილი ძირითადად ევროპასა და ამერიკაში კონცერტირებს. ბოლო დროს შეასრულა შუმანის საფორტეპიანო კონცერტი ავსტრიაში, ხოლო ამერიკის ტურნეში,  რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტი ნიუ-ჯერსის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჟაკ ლაკომბეს დირიჯორობით . სოლო კონცერტი გამართა ტეხასში შოპენის საზოგადოების მიწვევით და ასევე რეგულარულად გამოდის C. Bechstein -ის საღამოებზე.

გარდა მისი პიანისტური კარიერისა, დუდანა მაზმანიშვილი დიპლომატიურ სამსახურს ეწევა როგორც  საქართველოს საელჩოს კულტურულ ატაშე გერმანიაში და ამით აგრძელებს იან პადერევსკის და პაბლო ნერუდას ტრადიციას, როგორც ხელოვანი დიპლომატიურ სამსახურში.

კონტაქტი

დაუკავშირდით C. Bechstein – ის გუნდს საქართველოში – ჩვენ მოხარული ვიქნებით!

ტელეფონი

+995 599 337057

ელ.ფოსტა

georgia@bechstein.ge

შთაბეჭდილებები საქართველოდან